საბჭოთა ცენზურა ლიტერატურასა და კინოში
ავტორი: ნინო შველიძე
მიუხედავად იმისა, რომ საბჭოთა კავშირში არასდროს მიცხოვრია,
პერიოდულად, სატელევიზიო გადაცემებიდან, უფრო ხშირად კი ოჯახის წევრებისა და ნათესავებისგან ვისმენდი ამბებს, იმ ძველ, „წითელ დროზე", რომლის ათვლაც ჩემს დაბადებამდე 73 წლით ადრე, 1922 წელს, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის შექმნით დაიწყო და ჩემს დაბადებამდე 4 წლით ადრე, 1991 წელს, მისი დაშლით დასრულდა.
მთელს ამ 70 წლიან ისტორიას განსხვავებულად იხსენებენ თვითონ ისტორიის მოწმეები, ზოგი სამოთხესავით, „ტკბილი ცხოვრების" ნოსტალგიით, ზოგიც თავისუფლების მორიგი დაკარგვის, წარსულის განმეორების შიშით.
პრეისტორიისთვის
გამონაკლისი არც 2018 წლის მაისი ყოფილა, მაისშიც არაერთხელ ახსენეს „წარსულში დაბრუნება" და საბჭოთა კავშირი.

ახალმა საკანონმდებლო ინიციატივამ, რომელიც სასამართლოს შემოქმედებითი ნაწარმოების აკრძალვის უფლებას აძლევდა, ბევრს გაახსენა ძველი და საშიში სიტყვა, ცენზურა, კიდევ უფრო მეტს კი საქართველოს უახლოესი ისტორია, ცენზურა და სწორედ საბჭოთა კავშირი.

საბჭოთა ცენზურა კვლევისთვის შესაძლოა „გაცვეთილი", მაგრამ საინტერესო, საჭირო თემაც იყოს, მითუმეტეს რომ „ასავალ-დასავალისა" და „საქართველოსა და მსოფლიოს" ფურცლებიდან, იმავე მაისში, ჩვეული ნოსტალგიით უკვე შეგვახსენეს როგორ დავკარგეთ „წითელი სამოთხე", საბჭოთა კავშირი.
საბჭოთა ცენზურის ქრონოლოგიისთვის
საბჭოთა კვლევის ლაბორატორიის ინფორმაციით, ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ, სსრკ მალევე იქცა სახელმწიფოდ, სადაც ცენზურა ოფიციალურად დაკანონდა. ოფიციალური ცენზურა პირველ რიგში სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას შეეხო. მედიასთან ერთად კონტროლის მსხვერპლი გახდა ლიტერატურა, თეატრი, კინო, მუსიკა.
ცენზურის ძირითად მიზანს ყველა იმ სფეროს, მარქსისტული, ბოლშევიკური იდეოლოგიითვის დამორჩილება წარმოადგენდა, რომელიც გავლენას საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე ახდენდა.
1917 წ. ნოემბერი. გამოიცა დეკრეტი ბეჭდვის შესახებ, რომლის საფუძველზეც 470-ზე მეტი ოპოზიციური გაზეთი დაიხურა.
1917 წ. ნოემბერი. გამოიცა დეკრეტი "განცხადებების ბეჭდვის მონოპოლიის შესახებ", რომლის თანახმადაც, განცხადებების ბეჭდვა მხოლოდ სამთავრობო გამოცემებს შეეძლოთ.
1918 წ. მარტი. გამოიცა დადგენილება "კინოწარმოების კონტროლის შესახებ", რომლითაც კერძო კინემატოგრაფები ადგილობრივ საბჭოებს დაექვემდებარა.
1918-1919 წ. მოხდა ქაღალდის ინდუსტრიის ნაციონალიზაცია და ყველა საბეჭდი მანქანის კონფისკაცია.
1919 წ. ამ პერიოდისთვის ყველა კინო და ფოტო სტუდია სახელმწიფოს ხელში გადავიდა.
1921 წ. ნოემბერი. აიკრძალა "რეაქციული" წიგნების ბეჭდვა, მათ შორის რელიგიური, მისტიკური, ანტი-სამეცნიერო, პოლიტიკურად მტრული შინაარსის წიგნები.
1922 წ. მაისი. ლენინმა ძერჟინსკის საიდუმლო წერილი გაუგზავნა, რომელიც "კონტრრევოლუციის მხარდამჭერი მწერლებისა და პროფესორების" ქვეყნიდან გაძევებისთვის მომზადებას შეეხებოდა.
1922 წ. ივლისი. "ყველა ტიპის ცენზურის გაერთიანების" მიზნით, შეიქმნა ლიტერატურისა და გამომცემლობების საკითხების მთავარი სამმართველო (მთავლიტი). მთავლიტის გადაწყვეტილებით, საბჭოთა კავშირში არ შემოდიოდა ნაწარმოებები, რომელთა ავტორებიც საბჭოთა ხელისუფლების, კომუნიზმის, პროლეტარული იდეოლოგიის, მარქსიზმის მიმართ "მტრულად" განწყობილად ითვლებოდა. იკრძალებოდა საბავშვო ლიტერატურაც, რომელიც შეიცავდა "ბურჟუაზიული მორალის" ელემენტებს.
1923 წ. თებერვალი."მთავლიტის" ფუნქცია გაფართოვდა. შეიქმნა "რეპერტკომი", რომლის მოვალეობასაც სანახაობებისა და ღონისძიებების, რეპერტუარის კონტროლი წარმოადგენდა . მუსიკალური თუ დრამატული ნაწარმოებების დადგმის გარდა, რეპერტკომი აკონტროლებდა ნებისმიერი სახის საჯარო ღონისძიებას, დაწყებული ლექციებით და მოხსენებებით, დამთავრებული საესტრადო და საცეკვაო ღონისძიებებით.
1924 წ. შეიქმნა "სახკინო" - პირველი ცენტრალიზებული სახელმწიფო საკუთრებაში მყოფი კინო ორგანიზაცია, რომლის ფუნქცია ფილმების შინაარსის კონტროლი, ასევე საბჭოთა კინოს გავრცელება იყო.
1933 წ. იანვარი. ნებართვის გაცემის გარეშე აიკრძალა სამკერდე ნიშნების, ემბლემების, ფოტოებიანი/ტექსტებიანი სამკლაურების, პოლიტიკური სკულპტურების, პოლიტიკური მოღვაწეების გამოსახულებებისა და ლოზუნგების გამოსახვა ფოსფორზე, ტექსტილზე, შუშაზე და ა.შ.
1939 წ. აგვისტო. მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტის გაფორმების შემდეგ საბჭოთა კავშირში აიკრძალა ანტიფაშისტური ლიტერატურა. ბიბლიოთეკებიდან ამოიღეს ანტიფაშისტური წიგნები, თეატრებიდან და კინო-გაქირავებიდან - ფაშიზმის მიმართ კრიტიკული ნაწარმოებები. აიკრძალა ჰიტლერისა და სხვა ნაცისტი ლიდერების კრიტიკა.
.
აკრძალული ლიტერატურა
ხელისუფლებაში იოსებ სტალინის მოსვლის შემდეგ, 30-იან წლებში საბჭოთა სისტემამ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების, მათ შორის ხელოვნების წარმომადგენელთა, მასობრივი განადგურება დაიწყო. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის მონაცემებით, 1937-1938 წლებში „დიდი ტერორის" პერიოდში, „სტალინური სიების მეშვეობით", რომელსაც ხელს სტალინთან ერთად პოლიტბიუროს სხვა წევრებიც აწერდნენ, საქართველოდან 3 700-მდე ადამიანი გაასამართლეს. მათ აბსოლუტურ უმეტესობას, 3 100-ს ადამიანს საბჭოთა ხელისუფლებამ სასჯელის უმაღლესი ზომა, სიკვდილით დასჯა შეუფარდა.

1922 წელს მთავლიტის შექმნით საბჭოთა ხელისუფლებამ ლიტერატურის ტოტალური კონტროლი დაიწყო. ათწლეულების განმავლობაში მთავლიტი ლიტერატურის მაკონტროლებელ ძირითად ინსტრუმენტს წარმოადგენდა. საბჭოთა კვლევის ლაბორატორისის ინფორმაციით, მხოლოდ 1927-1947 წლებში მთავლიტის თანამშრომლების რაოდენობა 86-დან 6453-მდე გაიზარდა. მთავლიტის ცენზორები წყვეტდნენ როგორც საბჭოთა, ისე უცხოური წიგნების დაბეჭდვის, გავრცელების ან აკრძალვის საკითხს.

ცენზურის პირობებში საბჭოთა მოქალაქეებს კლასიკად ქცეული ლიტერატურის კითხვა არ შეეძლოთ. მათ შორის აღმოჩდნენ ემიგრირებული ავტორები, რომელთა ნაწარმოებების ტირაჟირებაც სსრკ-ში მკაცრად იკრძალებოდა (ანა ახმატოვა და მარინა ცვეტაევა).

მაგალითისთვის, საბოთა კავშირში შემდეგი წიგნები აირკძალა:
მიუხედავად არაერთი მცდელობისა, საბჭოთა ხელისუფლებამ "საშიში" ლიტერატურის სრული აკრძალვა მაინც ვერ შეძლო, ცენზურას საბჭოთა მოქალაქეების ნაწილი "სამიზდატების", აკრძალული ტექსტების ხელნაკეთი ასლებით დაუპირისპირდა.
აკრძალული ფილმები
საბჭოთა კინემატოგრაფის მსგავსად, ცენზურა უცხო არც ქართული კინოსთვის ყოფილა. ქართული უხმო კინოს შედევრების ნაწილი საბჭოთა ცენზურამ ფორმალიზმის ბრალდებით აკრძალა. პროპაგანდისტული ფილმების გადაღების პარალელურად რეჟიმი ღიად დაუპირისპირდა კინოეკრანზე რეალობის ჩვენებას. ჯერ კიდევ აკრძალულ ფილმებს შორის აღმოჩნდა:
რეჟისორების ნაწილი იძულებული გახდა, კინოს გადაღება შეეწყვიტა. მათ შორის აღმოჩნდა ობერჰაუზენის მოკლემეტრაჟიანი ფილმების ლაურიატი რეჟისორიც, მიხეილ კობახიძე, რომელსაც კინოს დამოუკიდებლად გადაღების საშუალება რეჟიმის პირობებში არ მიეცა.

სამაგალითოდ დასაჯეს სერგო ფარაჯანოვიც, რომელსაც „ბროწეულის ფერის" გადაღების შემდეგ, ჰომოსექსუალობის ბრალდებით, 5 წლიანი პატიმრობა შეუფარდეს, მოგვიანებით, მრავალი წლის მანძილზე რეჟისორს კინოს გადაღება აეკრძალა.

ცენზურა ლმობიერი არც მათ მიმართ ყოფილა, ვინც პროპაგანდის სამსახურში იძულებით ჩადგა. მიუხედავად იმისა, რომ სერგეი ეიზენშტეინმა რევოლუციის მთვარი ფილმი, "ჯავშნოსანი პოტიომკინი" გადაიღო, მოგვინებით საბჭოთა ცენზორებმა მისი ფილმი "ბეჟას მდელო" ისე გაანადგურეს, რომ მაყურებელმა ის კინოეკრანებზე ვერ იხილა. "ივანე მრისხანეს" მეორე ნაწილი კი უშუალოდ სტალინის ბრძანებით აიკრძალა. კინოეკრანებზე ფილმი სტალინის გარდაცვალებიდან მხოლოდ 5 წლის შემდეგ გამოვიდა.

ცენზურა მკაცრი იყო საბჭოთა კინოს კლასიკოსის ალექსანდრ დოვჟენკოს მიმართაც. დოვჟენკოს ფილმს "მიწა" თავს ცენზორებთან ერთად საბჭოთა კინოკრიტიკოსები და პარტიის მაღალი ეშელონების წარმომადგენლებიც დაესხნენ. რეჟისორი იძულებული გახდა, რომ თავი დასავლეთ ევროპისთვის შეეფარებინა.

წარსულთან მიბრუნება აწმყოს ასახსნელად შესაძლოა საუკეთესო საშუალებაც ყოფილიყო, მითუმეტეს რომ მარტივად არ ქრება 70 წლიანი ცენზურისა და ცენზურის ვნების კვალი.
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website